პროექტის სახელწოდება
|
,,ქიმიური ელემენტები ადამიანის ორგანიზმში ‘’
|
პროექტის მთავარი იდეა
|
მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესის ამაღლება
და მათი აქტიური ჩართვა სამეცნიერო საქმიანობაში. მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნის დაკავშირება
ყოველდღიურ პრაქტიკასთან.
|
პროექტის აქტუალობა
|
მოსწავლეები გაეცნობიან
ერთმანეთის ნაშრომებს, გამოუმუშავდებათ პრეზენტაციის აუდიტორიასთან წარდგენის,
შეფასების, კომუნიკაციის, ინფორმაციის მოძიების, დახარისხების, ორგანიზების,
პრეზენტაციის მომზადების უნარები.
|
პროექტის მიზნები
|
სკოლის მოსწავლეებში აქტიურად შეინიშნება უინტერესო დამოკიდებულება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი.
პროექტის მიზანია გაუწიოს პოპულარიზაცია ამ საგნებს და დაანახოს მოსწავლეებს
საინტერესო კუთხით. (მოსწავლეებმა გაიაზრონ, რომ ქიმია მათი ყოველდღიურობაა და უფრო მეტიც,
მათ ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროსების აუცილებელი მონაწილეები სწორედ ქიმიური
ელემენტები არიან.).
|
მონაწილეთა ასაკი
|
14-16 წელი
|
ვადები/ ხანგრძლივობა
|
1 თვე
|
მოსალოდნელი შედეგები
|
მონაწილე მოსწავლეები
ღრმად შეისწავლიან საკითხებს ქიმიასა და ბიოლოგიაში, რომელზეც მოუწევთ მუშაობა პროექტის
მიმდინარეობის განმავლობაში, ასევე გამოუმუშავდებათ ერთმანეთთან აქტიური კომუნიკაციის, თანამშრომლობის, პრეზენტაციის აუდიტორიასთან წარდგენის
უნარი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მიღებულ ცოდნას დაუკავშირებენ ყოველდღიურ პრაქტიკას და გამოიყენებენ ცხოვრებაში.
ხოლო იმ მოსწავლეებს, რომლებიც იქნებიან პროექტის
ფარგლებში გაკეთებული პრეზენტაციების მსმენელები, აუმაღლდებათ ინტერესი საბუნებისმეტყველო
საგნებისადმი.
|
პროექტისთვის საჭირო რესურსები
|
საყმაწვილო ენციკლოპედიები, ინტერნეტ რესურსები, კომპიუტერი, პროექტორი, სამეცნიერო ჟურნალ-გაზეთები ქიმიაში, ფლიპჩარტი, მარკერები, სიგელები.
|
პროექტის მსვლელობა
|
აქტივობა 1. მოსწავლეებისათვის პროექტის გაცნობა.
აქტივობა 2. ჯგუფების შექმნა, დავალებებისა და ფუნქციების გადანაწილება.
ჯგუფი 1. მოსწავლეები
მოიძიებენ ინფორმაციას რომელი ელემენტები
და რა რაოდენობით არსებობს ადამიანის ორგანიზმში . რა დანიშნულება აქვთ მათ ადამიანისათვის,
რომელი ბიოქიმიური პროცესის წარმართვას უზრუნველყოფს თითოეული მათგანი. მოამზადონ
პოსტერები ამ თემაზე. (განსაკუთრებით ხაზი გაესვას რკინას, ფემოგლობინს და გაზთა
ცვლას ადამიანის ორგანიზმში (ბიოლოგია).
ჯგუფი 2. მოიძიონ
ინფორმაცია, რომელი ქიმიური ელემენტის სიჭარბე თუ ნაკლებობა რა დაავადებას იწვევს
ადამიანში.
ჯგუფი 3. მოსწავლეებმა
მოიძიონ ინფორმაცია ადამიანისათვის საჭირო ქიმიური ელემენტები რომელი პროდუქტის(ხილი,
ბოსტნეული, ცხოველური საკვები) შემადგენლობაში
შედის და რა სახით უნდა მიიღოს ის ადამიანმა.
აქტივობა 3. თითოეულმა ჯგუფმა გააკეთოს პრეზენტაცია მათ
მიერ მომზადებულ თემებზე. (ბენეფიციარები იქნებიან ის მოსწავლეები, რომლებიც არ იღებდნენ
პროექტში მონაწილეობას, სკოლის მასწავლებლები, მშობლები). საპრეზენტაციო მასალა მოამზადონ Powerpoint-ში.
აქტივობა 4. გაიმართოს დისკუსია თემაზე: ქიმია და ადამიანი.
(სადისკუსიო კითხვები წინასწარ იქნება მომზადებული მოსწავლეების მიერ). დისკუსიისას
გამოიყენონ ფლიპჩარტი და მარკერები.
აქტივობა 5. ყველა მონაწილისათვის სიგელების დარიგება.
|
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან, ესგ-ს-თან
კავშირი
|
ქიმია, ბიოლოგია
|
მაია გაწერელია
|
|
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა
|
maiagawerelia@gmail.com
|
პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი
|
http://maiagawerelia.blogspot.com
|
პროექტი
Подписаться на:
Сообщения (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий