воскресенье, 24 июня 2018 г.

ტრენინგის შეფასება

       ტრენინგ-მოდული  ,,ისტის გამოყენება სასწავლო პროცესში"   დაგვეხმარა მასწავლებლისთვის  საჭირო და აუცილებელი უნარების  განვითარებაში. ისეთი საკითხები, როგორიცაა: ბლოგის შქმნა და ბლოგზე საგანმანათლებლო რესურსების განთავსება, დისტანციური სწავლება, Google-ს შესაძლებლობების გამოყენება , საგანმანათლენლო პროექტის შექმნა, ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა ინფორმაციის მოძიება, პორტფოლიოს წარმოება,   საშუალებას მოგვცემს სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლეებისათვის სახალისო და საინტერესო გავხადოთ, რაც ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს დღეს , განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში.
     კომუნიკაბელური , კომპეტენტური და პოზიტიური ტრენერი არ იშურებდა  ძალისხმევას  , რომ  ჩვენთვის თითოეული დავალება  გასაგები და ადვილად შესრულებადი ყოფილიყო. მოთმინებით ასწორებდა ჩვენს მიერ რამდენჯერმე დაშვებულ  ერთიდაიგივე შეცდომას  :)  , იმისათვის რომ ტრენინგზე მიღებული ცოდნა არ ყოფილიყო  ერთჯერადი და ამ ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება ჩვენ რეალურად შევძლოთ გაკვეთილებზე.
        დიდი მადლობა ტრენერს  ნაყოფიერი და საინტერესო ზაფხულის რვა დღისთვის.
       ასევე დიდი მადლობა ტრენინგის ყველა მონაწილე კოლეგას, პოზიტიური გარემოს შექმნისთვის.
      იმედი მაქვს ტრენინგზე მიღებული ცოდნა დაგვეხმარება გაკვეთილების XXI-ე საუკუნის მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით  დაგეგმვასა და განხორციელებაში.
       პატივისცემით,
       მაია გაწერელია

Комментариев нет:

Отправить комментарий