საგანი: ქიმია
სწავლების საფეხური/კლასი: IX
მოსწავლეთა რაოდენობა: 12
თემა: ,,რას ნიშნავს ჰაერის ხარისხის კონტროლი“
მიზანი: შეისწავლონ და აღწერონ ჰაერისა
და წყლის დაბინძურების შესწავლის და კონტროლის მეთოდები, გამოთქვან მოსაზრებები წარმოდგენილი
პრობლემების გადაჭრის გზებზე.
კავშირი ეროვნული
სასწავლო გეგმის სტანდარტთან: ქიმ. IX.7. მოსწავლეს შეუძლია გარემოზე დაკვირვება და მოპოვებული მონაცემების
ქიმიის თვალსაზრისით შეფასება.
შედეგი: ქიმია. IX 7. მოსწავლეებმა შეძლონ
ინფორმაციის დამუშავება, მიზნობრივად შერჩეული დავალებების შესრულება.
შედეგი თვალსაჩინოა
თუ:
მოსწავლე აღწერს ჰაერისა და წყლის დაბინძურების
შესწავლის და კონტროლის მეთოდებს , გამოთქვამს მოსაზრებებს წარმოდგენილი პრობლემების
გადაჭრის გზებზე.
#
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდი/
მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
თითოეული აქტივობის
ბოლოს მისაღწევი შდეგი
|
1
|
ორგანიზაციული
საკითხების მოგვარების შემდეგ მოვახდენ საშინაო
დავალების შემოწმებას, საჭიროებისამებრ
გამოვიყენებ განმავითარებელ და განმსაზღვრელ
შეფასებას.
|
დავალების
წარმოდგენა წერილობით.
|
მთელი კლასი, ინდივიდუალური
|
დაფა, ცარცი,
დავალების რვეული, შეფასების
რუბრიკა.
|
5 წთ
|
|
2
|
გაკვეთილის
მიზნის გაცნობა:
ჩვენი გაკვეთილის
მიზანია შევისწავლოთ და ავღწეროთ ჰაერისა და წყლის დაბინძურების შესწავლის
და კონტროლის მეთოდები, გამოვთქვათ მოსაზრებები წარმოდგენილი პრობლემების გადაჭრის
გზებზე.
|
ვერბალური
ახსნა
|
მთელ კლასთან
|
გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკა
წარმოდგენილია ფლიპჩარტზე
|
3 წთ
|
მოსწავლეებს ეცოდინებათ
გაკვეთილის მიზანი, შეფასების
კრიტერიუმები.
|
3
|
წინარე ცოდნის გააქტიურება, გონებრივი იერიში კითხვა1: რაზეა დამოკიდებული ჰაერის
ტენიანობა?
კითხვა2:
რას ნიშნავს ჰაერის ხარისხის კონტროლი?
კითხვა3:
რომელი ნივთიერებები იწვევს ჰაერის დაბინძურებას?
კითხვა 4: რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჰაერის
ტენიანობის დონეს ადამიანისა და ბუნებისათვის.
კითხვა 5:
რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ნახშირბადისა და გოგირდის ოქსიდების
არსებობას ჰაერში და რა გზით შეიძლება მოხვდეს ისინი ჰაერში?
|
კითხვა-პასუხი
|
ინდივიდუალური
|
გამოსაძახებელი
ჩხირები
|
4 წთ
|
მოსწავლეებმა იციან რა არის სათბურის ეფექტი, როგორ
მოქმედებს ის გარემოზე. რატომ წარმოიქმნა ოზონის ხვრელი და რა საფრთხეს უქმნის მისი
არსებობა დედამიწას?
|
4
|
მინი ლექცია: მოსწავლეებს გავაცნობ ჰაერის ტენიანობის
განსაზღვრისათვის საჭირო ხელსაწყოებს: ფსიქრომეტრსა და ჰიგრომეტრს და მათი გამოყენების
წესებს. ასევე ჰაერში მტვრის რაოდენობის დასადგენად საჭირო ფორმულას.
|
ვერბალური
|
მთელ კლასთან
|
ფსიქრომეტრი, ჰიგრომეტრი, ცხრილები
სახელმძღვანელოდან.
|
5 წთ.
|
მოსწავლეებმა იციან ჰაერში ტენიანობის
მნიშვნელობა. ფლობენ ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების შესახებ
ინფორმაციას.
|
5
|
ჯგუფების შექმნა, სულ
3 ჯგუფი. დავურიგებ სამუშაო ფურცლებს,
საჭირო მასალებს, მივცემ ინსტრუქციას
ვარიანტების მიხედვით, შევახსენებ
ჯგუფური მუშაობის წესებს,
დავუნიშნავ დროს.
|
ვერბალური
ახსნა
|
ჯგუფური
|
ფსიქრომეტრული
ცხრილი. მარკერები, თაბახის ფურცლები, წებვადი ლენტი,
|
12-13 წთ
|
მოცემულია დავუშვათ მშრალი თერმომეტრის ჩვენება 10
0С , სველის კი
8 0С. მათი სხვაობაა 2 0С. უნდა მონახონ
ცხრილში მშრალი თერმომეტრის ჩვენება 10 0С. შემდეგ ჰორიზონტალურ
მწკრივში მონახონ ტემპერატურათა სხვაობა
2. რამდენ პროცენტს შეესაბამება ფარდობითი
ტენიანობის მნიშვნელობა?
|
6
|
ჯგუფები ირჩევენ პრეზენტატორს და წარმოადგენენ თავიანთ
ნამუშევრებს. განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების
მიცემა.
|
პრეზენტაცია ლოგიკური მსჯელობა,
კითხვა-პასუხი.
|
პრეზენტა-ტორი
და ჯგუფის წვერები
|
შესრულებული სქემები. შეფასების რუბრიკა.
|
13-15 წთ
|
მოსწავლეებს
შეუძლია მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სქემების შექმნა
და დასკვნების გამოტანა, მონაცემთა ანალიზი და არგუმენტირე-ბული მსჯელობა.
|
7
|
რეფლექსიის
ფაზაზე მოსწავლეებს ვურიგებ
ამოცანას, შეძენილი ცოდნის
საფუძველზე მათ უნდა
ამოხსნან და წარმოადგინონ. ბოლოს
მოვახდენ გაკვეთილის შეჯამებას, წარმოვაჩენ
საბოლოო შედეგს და მივცემ
დავალებას,
|
დამოუკიდებელი
მუშაობა
|
მთელი კლასი
|
ამოცანის სხვადსხვა ტიპი,
დაფა, ცარცი.
|
4-5 წთ
|
მოსწავლეებს
შეუძლიათ ამოცანების ამოხსნა
და დასკვნების გაკეთება.
|
გაკვეთილის გეგმა აგებულია აქტუალურ თემაზე, აქტივობები ძალიან საინტერესოა და სასარგებლო გისურვებთ წარმატებებს.
ОтветитьУдалить